8 მარტი, 2018

ასე გამოიყურება განახლებული იშხანი

იშხანიქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი იშხანი მოციქულთა სახელობის ტაძარია და ისტორიულ ტაოში, ამჟამად თურქეთის ართვინის მხარის იუსუფელის რაიონის სოფელ იშხანში მდებარეობს.

ტაძართან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი ავრცელებს:

“იშხანი – მოციქულთა სახელობის ტაძარი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი.

მდებარეობს ისტორიულ ტაოში, ამჟამად თურქეთის ართვინის მხარის, იუსუფელის რაიონის სოფელ იშხანში.

VII საუკუნის 30-იან წლებში ამ ადგილზე ეკლესია ეპისკოპოს ნერსესს აუშენებია, რომელიც არაბების შემოსევის დროს დანგრეულა. IX საუკუნის დასაწყისში საბა იშხნელს ფაქტიურად ახალი ტაძარი აუგია, რომელიც კიდევ ერთხელ X საუკუნეში განუახლებიათ. საბოლოო სახე ტაძარს 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიუღია.

ტაძარი თურქული მხარის მიერ ახალი რესტავრირებულია და მისი მნახველებისთვის გახსნა მიმდინარე წელს იგეგმება.”

იშხანი

იშხანი

იშხანი