15 მარტი, 2018

არგონავტების ნავი – ასე ქრება არტეფაქტები

ქეთევან კინწურაშვილი და არგონავტების ნავიხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი იმ არტეფაქტების, შენობების და ადგილების გაფრთხილებას ითხოვს, რომლებიც ქალაქის კულტურას აყალიბებენ. მათ შორისაა ქართველ მოდერნისტთა თავშეყრის ადგილი არგონავტების ნავი.

ქეთევან კინწურაშვილი:

“ქიმერიონზე” როცა ვსაუბრობთ, აღშფოთებით აღვნიშნავთ ხოლმე, რომ, აი, საბჭოთა პერიოდში, კედლები გადაღებეს და გაანადგურეს ქართული ავანგარდის ძეგლი, რომლის ნაწილი ათწლეულების შემდეგ რესტავრაციის შედეგად აღდგა.

დღეს კი, მის მოპირდაპირედ, დავუშვით, რომ განადგურდა კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული მოხატულობა იქ, სადაც 1910-20-იან წლებში ქართველ მოდერნისტთა კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი იყო – “არგონავტების ნავი”.

ასე ქრება შენობები, ადგილები, არტეფაქტები, რომლებიც განსაზღვრავენ ქალაქის სახეს, აყალიბებენ მის კულტურას, ქმნიან მის აურას და ყველაზე მეტად ითხოვენ ჩვენგან გაფრთხილებას.”

პ.ს. კირილე ზდანევიჩის მოხატულობის განადგურების შესახებ არტინფო ჯერ კიდევ 3 წლის წინ წერდა:

 ქეთევან კინწურაშვილი და არგონავტების ნავი