8 თებერვალი, 2018

ჯაბა ბოჯგუა – მომღერალი 9 წელია კომაშია 

ჯაბა ბოჯგუამომღერალი ჯაბა ბოჯგუა 9 წელია კომაშია. მისი დედა მანანა გვასალია ნამდვილი გმირია. მას დღესაც მტკიცედ სწამს, რომ ჯაბა აუცილებლად კარგად გახდება.

მანანა გვასალია:

“დედა-შვილობა ეს ყველაზე წმინდა გრძნობაა ამ ქვეყნად…
ჯაბა, შვილო, შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ…
ბოლო 9 წელია ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა…
დედაშვილობაა ის გრძნობა, რომელიც მაძლიერებს და ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას…
მინდა მოგეფერო, თვალებში გიცქირო, გაგიღიმო და შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო მალე….
შენით ვარსებობ, შენით ვსუნთქავ დედი…
9 წელია იმედით ვცოცხლობ,
9 წელია შენს გულს ვდარაჯობ…
შენ ხარ გათენება ჩემი…
8 თებერვლის დილა იყო მაშინაც… 9 წლის წინ…
მიყვარხარ დედი…”