3 თებერვალი, 2018

“ოქროს თევზი” მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ოქროს თევზიალექსანდრე პუშკინის ყველასთვის კარგად ნაცნობი ნაწარმოები „მებადური და ოქროს თევზი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე გათამაშდება.

“ოქროს თევზი” – ასე უწოდა სპექტაკლს რეჟისორმა ლალი თაბაგარმა, რომლის საპრემიერო ჩვენება 8 თებერვალს 12 და 15 საათზე შედგება.

პრემიერაზე მისულ პატარა მაყურებელს მრავალფეროვანი დეკორაცია, კოსტიუმები, სიმღერები, ცეკვები და ვიდეო პროექცია დახვდება.

სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელია დიმიტრი ხვთისიაშვილი, ადაპტირებული ტექსტი ანანო მირიანაშვილს ეკუთვნის, მხატვრობა – ლომგულ მურუსიძეს, მუსიკალური გაფორმება – ალექსანდრა ლორთქიფანიძეს, ქორეოგრაფია – გია მარღანიას, სიმღერების ტექსტი – ვაჟა ძიგუას, ვიდეო პროექციაზე კი მიხეილ იაშაღაშვილმა იმუშავა.

ახალ წარმოდგენაში მონაწილეობენ მაია ხორნაული, ლევან კაციაშვილი, ვახტანგ ახალაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, სოფო ახუაშვილი, ანა ზამბახიძე, ირინე კუკულაძე, თამარ ლორთქიფანიძე, სალომე მაისაშვილი, რამონა მიქელაძე, ანი მღებრიშვილი, ნინო პაპიაშვილი, ლიკა შუკაკიძე, ნინო შუშიაშვილი და სალომე წურწუმია.

სპექტაკლის ხანგრძლივობა 55 წუთია.