17 თებერვალი, 2018

ნახეთ “ღიმილის ბიჭების” უცნობი ფოტოები

ღიმილის ბიჭებიბეთხოვენა, თემური, ნათელა, ბოლოკა, ლევანი, ბაადური, მალხაზი, შალიკო – ეს ქართული მხატვრული ფილმის “ღიმილის ბიჭები” გმირები არიან.

ფილმი რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით გადაიღო.

”ღიმილის ბიჭები” თბილისელ ბიჭებზეა, რომლებიც სკოლის მერხიდან პირდაპირ მეორე მსოფლიო ომში მოხვდებიან.

რეზო ჩხეიძის ფილმში მონაწილეობენ ლეილა ყიფიანი, თაზო თოლორაია, კახა ქორიძე, ნუგზარ ბაგრატიონი, მიხო ბორაშვილი, გოჩა ლომაია, თემურ ბაბლუანი, ბიძინა ჩხეიძე, ზურა ქაფიანიძე, ვახტანგ ნინუა, გრიგოლ კოსტავა…

ფილმის სცენარისტის სულიკო ჟღენტის შვილი ოლგა ჟღენტი “ღიმილის ბიჭების” გადაღებებიდან უცნობ ფოტოებს ავრცელებს. ეს არის კადრები, რომლებიც ფილმში არ მოხვდა.

ღიმილის ბიჭები

ღიმილის ბიჭები

ღიმილის ბიჭები

ღიმილის ბიჭები