– ბევრი სიუპრიზი გელით! – აცხადებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და სიახლეების მოყვარულებს ახალ, სასიამოვნო ამბავს აცნობს:
“უკვე მაქვს უფლება გავამხილო.
“რუსთავი 2”-ზე იწყება ახალი, მუსიკალური პროექტი.
მხოლოდ ქართული სიმღერებით.
შესაბამისად პროექტის სახელწოდებაა “მხოლოდ ქართული”.
ბევრი სიუპრიზი გელით და მე გაგაგებინებთ ახალ ამბებს. მთავარია დირექტორებმა უფლება მომცენ.”