24 თებერვალი, 2018

მედეა ძიძიგური – ქართული სცენის მარგალიტი

მედეა ძიძიგურიგანსაკუთრებული ხმისა და ტემბრის მქონე მომღერალი მედეა ძიძიგური გამოჩენისთანავე მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში.

ხელოვანების გარემოცვაში გაზრდილი გოგონას სასიმღერო კარიერა უცხო ენების ინსტიტუტში სწავლის დროს დაიწყო და წარმატებით გაგრძელდა. სიმღერა ისე მძლავრად შეიჭრა მის ცხოვრებაში, რომ პროფესიად ექცა.

იყო სიმღერები, რომლებიც მხოლოდ მედეა ძიძიგურს უხდებოდა, რადგან უშუალოდ მისთვის იყო დაწერილი. ”ისევ მიდიხარ”, ”სანთლები”, ”ჭაღარა”, ”მთაწმინდიდან საქართველოს მთებს გავხედავ ჭორფლიანს” – იმ სიმღერების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მედეა ძიძიგურივით სხვა ვერავინ შეასრულებს.

მომღერლისთვის სიმღერის ტექსტებს უმთავრესად ჯანსუღ ჩარკვიანი წერდა და ეს ყოველთვის ექსპრომტად და დაუგეგმავად ხდებოდა. ტელეფონში წაღიღინებულ მელოდიაზე მომღერალი პოეტს აიძულებდა ორ დღეში მისთვის ტექსტი დაეწერა.

მედეა ძიძიგური 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის ამქყვენიდან წასვლას ჯანსუღ ჩარკვიანმა ლექსი მიუძღვნა:

მღეროდი, ლამაზ ხასიათზე იყავ იმ დილას,
თვალშეუდგამი სინათლიდან სხივმა იდინა,
გულმა კი არა, არცა სულმა, თვალმა იტირა,
შენ სიყვარულმა წაგიყვანა, განა სიკვდილმა?”