მთაწმინდაზე მდებარე მამადავითი საფრთხეშია.
– სულ გაგიჟდით არა?! – კითხულობს რუსიკო სტურუა და თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიმართავს. მისი შეკითხვის მიზეზი თბილისში კლდეების მოჭრაა.
დედაქალაქში კლდე 3 ადგილას იჭრება – მთაწმინდაზე, მირზა შაფზე და ჟვანიას ქუჩაზე.
რუსიკო სტურუა:
“მამადავითის ძირში…
სულ გაგიჟდით არა?!…
ნებართვის გამცემიც ოფშკვითიდანაა, არქიტექტორიც, მშენებელიც და ვინც უნდა შესახლდეს ისიც!
ნეტავ ისე არ იზამდეთ, რომ პანთეონიდან ის პატივცემული გვამები თავზე არ დაგეყრებოდეთ!!!”