1 თებერვალი, 2018

ლიზა ბათიაშვილი დააწინაურეს

ლიზა ბათიაშვილიმსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი დააწინაურეს.

ახალი წელი მისთვის ძალიან სასიამოვნო, სასიხარულო და საპასუხისმგებლო სიახლით დაიწყო.

2019 წლიდან ლიზა ბათიაშვილი “Audi Sommerkonzerte”-ს (აუდის ზაფხულის კონცერტების) სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

ინფორმაციას უცხოური გამოცემები უკვე ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ქართველი მევიოლინე აუდის ზაფხულის კონცერტების სერიას სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში ღირსეულად გაუძღვება.