2 თებერვალი, 2018

ლევან ღვინჯილია: “ღმერთი არ გაგიწყრეთ!”

ლევან ღვინჯილიაენაცმეთნიერი ლევან ღვინჯილია მუდამ ქართული ენის სადარაჯოზეა და “იუნესკოს” მიერ არამატერიალური მსოფლიო კულტურის ძეგლად აღიარებული ქართული ანბანის დაცვას მაქსიმალურად ცდილობს.

ამჯერად ენათმეცნიერი ქართველ მეღვინეებს მიმართავს:

“რვაათასწლოვანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დღევანდელნო მესვეურნო!!!

ღმერთი არ გაგიწყრეთ და, უცხოეთში გასატანად გამზადებულ ბოთლებზე, გოიმ იაპონელთა, ჩინელთა და ზოგ სხვათა მსგავსად, მშობლიური (ჩვენთვის – ქართული) ანბანით არაფერი წაგცდეთ, თორემ მთელ მსოფლიოიში თავი მოგვეჭრება;

ქაჯებად ჩაგვთვლიან “გუშინდელი” ევროპელები და ამერიკელები.

მთავარია ღვინო გაიყიდოს და მეღვინეს ჯიბე გაუსქელდეს, ხოლო “იუნესკოს” მიერ არამატერიალური მსოფლიო კულტურის ძეგლად აღიარებულ ანბანს მოს****ია პატრონი, არა?

აბა, თქვენ იცით!

ჯიგრულად, მეღვინე ქართველნო!”