ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია რომაელს უწოდებს ყველას, ვინც სახელმწიფო ენას პატივს არ სცემს და ქართულის ნაცვლად ინგლისურს ანიჭებს უპირატესობას. ამ მხრივ მისთვის კატასტროფაა შენობებზე გაკეთებული ინგლისურენოვანი აბრები.
ლევან ღვინჯილია:
“თბილისის მერიაში არ იციან მართლწერა და, როგორც მოეპრიანებათ, ისე წერენ.
ჩვენი დედაქალაქი, ამ მხრივ, გამოკვეთილი ოროსანია!!!
სამხატვრო გალერეის ფასადზე გამოკრული რეკლამა კი კანონდარღევის მაგალითია.”