18 თებერვალი, 2018

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის

მიხაილოვის საავადმყოფოთბილისის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, რომელშიც წლების განმავლობაში “მიხეილის საავადმყოფო” იყო განთავსებული, ცეცხლი უკიდია.

“მიხეილის საავადმყოფოს” კომპლექსში შემავალი ნაგებობებიდან, 4 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ინფორმაციას ხანძრის შესახებ მსახიობი და რეჟისორი მამუკა ლომაშვილი ავრცელებს:

“მიხაილოვის საავადმყოფო უნდა დამწვარიყო… აბა ისე ვერ დაანგრევდნენ… სახელმწიფო კი არა, საქათმეა…”