3 თებერვალი, 2018

ზუმბა: “გამოდით ეგოისტური ნაჭუჭიდან”

ზუმბა– ერთხელ ვცხოვრობთ, გამოდით ეგოისტური ნაჭუჭიდან, გვერდიდან შეხედეთ თქვენს თავს და მერე დანარჩენ ამბებს! – მოუწოდებს საზოგადოებას მომღერალი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა:

“ჩემო ძვირფასებო, შეგიძლიათ გაიზიაროთ, შეგიძლიათ უგულვებელყოთ ჩემი ეს პოსტი. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და არც ჩემს აზრს გახვევთ თავს. სულით ხორცამდე ქართველი დედამიწელი ვარ, ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, ენით, კულტურით და ფასეულობებით, რასაც მთელი ცხოვრება სხვა დედამიწელებსაც ვუზიარებ დაბადებიდან დღემდე მოყოლებული.

არ მეზარება სიცოცხლე, ვხარობ, ვმადლობ უფალ უსასრულობას, ვიზრდები დაუსრულებლად და არ მეშინია უკვე სიკვდილისაც კი (განაცხადი). ერთხელ ვცხოვრობთ, გამოდით ეგოისტური ნაჭუჭიდან, გვერდიდან შეხედეთ თქვენს თავს და მერე დანარჩენ ამბებს!

ყველაფერი წარმავალია! ყველა დავმთავრდებით ამ ტირეში (დაიბადა, გაიზარდა, ქმნა/არქმნა, შეირგო/არგო, იშოვნა/ვერ გამოიყენა, მოკვდა თუ გარდაიცვალა და ა.შ.)

მიყვარხართ.

გადააფასე ფსევდოფასეულობები, იადამიანე მოცემულობაში და მერე ღირს ჰყავი მარადისობა.”