14 თებერვალი, 2018

ვალერიან შიუკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვალერიან შიუკაშვილირუსთაველის თეატრში პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი შეუძლოდ გახდა.

ხელოვანს ექიმების დახმარება დასჭირდა. თეატრში მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა პიანისტი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კონცერტში ვალერიან შიუკაშვილთან ერთად ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მონაწილეობდნენ.