9 თებერვალი, 2018

ერლომ ახვლედიანი: “რა მოხდა?”

მწერალიერლომ ახვლედიანი ერლომ ახვლედიანი თავისი ჩანაწერებით და მოსაზრებებით საოცარდ თანამედროვეა:

“ვეძებ სამშობლოს, როგორც ველიდან დაბრუნებული ფუტკარი თავის სკას და ვერ ვაგნებ. თითქოს სკაც იგივეა და ჩემი თანამოძმენიც იგივენი არიან, მაგრამ საიდან მოდის ეს გაუცხოება? რომელი ნახვრეტებიდან დაიცალა სკა იმ სითბო- სიმყუდროვისგან, რომელსაც ასერიგად ვიყავი შეჩვეული?

ისე კი, მე ხომ არ დავბრუნებულვარ, რადგანაც არც არასოდეს წავსულვარ აქედან. მუდამ აქ ვიყავი. მაშ რა მოხდა? იქნებ ვინმემ იზრუნა და თავად მე შემცვალა ძილში, სხვა სისხლით ამავსო და სხვა სული ჩამიდგა და მერე საბედნიეროდ გამომაფხიზლა გაუცხოებული გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ.

თუმცა, ვიღას აინტერესებს ერთი ბებერი ფუტკრის ბუზღუნი, ანდა მისი განცდები. იმედია, ღმერთის შეწევნით, დადგება ჟამი და მოვა ჯანმრთელი თაობა და კვლავ აღდგება ჩემი სკის ბზუილი, ხოლო ჩვენ, დოღში დამარცხებული „ერთგულის“ მსგავსად, უკვე დავტკბით იმ შეუმჩნებლობის განცდით, როცა მისთვის ოდესღაც ასე ნაცნობი გამარჯვების ხმაური, შორს არის მისგან და სიამოვნებს, რომ დგას მარტო და რომ არავინ აწუხებს.”