13 თებერვალი, 2018

ელენე ახვლედიანის შთამომავლები მისი ნახატის დაბრუნებას ითხოვენ

ელენე ახვლედიანიმხატვარ ელენე ახვლედიანის შთამომავლები მისი ერთი ნახატის დაბრუნებას ითხოვენ.

ხელოვანი იკა ახვლედიანი, რომელიც ორიგინალურ მინიატურულ ნამუშევრებს ქმნის, 3 შვილით ქუჩაში რჩება. იგი საზოგადოებას შეახსენებს, რომ მისმა მამამ და ბაბუამ სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს მხატვრის სახლი თბილისში 3600-ზე მეტი ნახატით.

ახლა იკა ოჯახის გადასარჩენად ელენე ახვლედიანის ერთ ნახატს ითხოვს, რათა 7-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ აღმოჩნდეს:

“ეხლა იტყვიან ხოო ეე… ინტრიგანიაო. ეგრე არაა, საზოგადოებავ, ელიჩკას სახლი მამაჩემმა და ბაბუაჩემმა გადასცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ +3600-ზე მეტი ელიჩკას ნახატი, სხვა ავტორებზე არ ვსაუბრობ კიდევ + თელავში სახლ-მუზეუმი იყო და ეხლა სადღაა არც კი ვიცით… ძაანაც კი რომ მინდოდეს არ მესმის მსგავსი, რა დავარქვა აბა, ვინ მოიფიქრებთ?

ერთი ნახატი დამიბრუნეთ… ნამუსი სინდისი კი არი არაბული სიტყვა და – 3 შვილით კი არ ვსარგებლობ – მე ამის დედას რო… გამდიდრება კი არ მინდა, ვერაფერი ვერ გავიგე. ხოო ვბილწსიტყვაობ, ხოო მომიტევეთ…”