23 თებერვალი, 2018

დავით კლდიაშვილის უცნობი ფოტო აღმოაჩინეს

დავით კლდიაშვილიმწერალ დავით კლდიაშვილის აქამდე უცნობი ფოტო აღმოაჩინეს. ფოტო თბილისელმა კოლექციონერმა ბაადურ ქობლიანიძემ იპოვა.

ფოტოზე მწერალი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად არის გადაღებული. სურათი ბათუმშია გადაღებული და ზუსტად იგივე დროს და იმავე ფოტოგრაფის მიერ, ვინც 1896 წელს მწერალი მეუღლესთან მარიამ მაჭავარიანთან ერთად აღბეჭდა.

ცნობილია, რომ დავით კლდიაშვილი 20 წლის ასაკში ჩავიდა ბათუმში და იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა. თავდაპირველად ყაზარმაში სამხედრო ქალაქში ცხოვრობდა, შემდეგ კი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე.

სახლი, სადაც მწერალი ცხოვრობდა და თავისი ნაწარმოებების უმრავლესობა შექმნა, ამჟამად აღარ არსებობს და მის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსი დგას.