8 თებერვალი, 2018

დავით აღმაშენებელი და დიდგორის ბრძოლა ერთ ფილმს არ იმსახურებს?

დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი და დიდგორის ბრძოლა ქართულ ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.

ოპერის მომღერალი ირაკლი მურჯიკნელი მეფეთა მეფეზე დავით აღმაშენებელზე და დიდგორის ბრძოლაზე ფილმის გადაღებას და ამით ჩვენი ქვეყნის და ისტორიის პოპულარიზაციას ითხოვს:

“სხვა ქვეყანას რომ ჰქონოდა ამგვარი ისტორია, აქამდე არაერთ ფილმს გადაიღებდნენ ამაზე. რატომ არ შეიძლება რომ ჩაიდოს რამოდენიმე მილიონი და გადაღებული იქნას ფილმი დავითზე და დიდგორის ბრძოლაზე, რომელიმე ჰოლივუდის კომპანიასთან ერთად, რათა მოხდეს ჩვენი ქვეყნის და ისტორიის პოპულარიზაცია…”