13 თებერვალი, 2018

გია ნიკოლაძე: “შენისთანობას ნუ მთხოვ!”

გია ნიკოლაძე სიმღერების ავტორი და შემსრულებელი გია ნიკოლაძე პოეზიასაც ემსახურება. მისი შემოქმედება მკითხველს გულგრილს ნამდვილად არ ტოვებს. ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებაზე დაწერილი მისი შემოქმედება მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს:

“ცხოვრება მხოლოდ ჭრელი ძაფია…
სიცოცხლეს უქსოვს იგი პატარებს…
შენ შენი წესით ცხოვრობ, ჰოდა მეც
დავდივარ როგორც ჩემი მატარებს…
შენი წესები შენ თავში გქონდეს,
ჩემებს ჩემ თავში მეც შევინახავ.
შენისთანობას ნუ მთხოვ! არც მე გთხოვ
და მაგარს მოქსოვს! აი ხომ ნახავ…
შენით ჩაები თუ იმას ამჩნევ
რომ შენს უბერავს მატარებელი…
თუ სწავლა გინდა თავად ისწავლი
მე არ ვარ შენი მასწავლებელი!
თანხმობა მაშინ დაისადგურებს
როცა გაქრება ეჭვი და ფიცი…
როდესაც იმას შეგახსენებენ
რაც არ გახსოვდა მაგრამ რაც იცი!”