“ქეთო და კოტე” – ქანდაკება პიონერთა სასახლის ბაღში

12 თებერვალი, 2018

ქეთო და კოტე– ეს იყო პეტერბურგში, – ეს ფრაზა ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. ზუსტად 70 წლის წინ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა ფილმი “ქეთო და კოტე” გადაიღო.

ფილმში ქართული კინოს ნამდვილი თანავარსკვლავედი მონაწილეობს – მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, პეტრე ამირანაშვილი, შალვა ღამბაშიძე, თამარ ჭავჭავაძე, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, სერგო ზაქარიაძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ ციციშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი…

“პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე 50-წლიან სურვილს აჟღერებს, რომელიც პიონერთა სასახლის ბაღში “ქეთო და კოტეს” ქანდაკების დადგმას ითვალისწინებს:

“50 წელია, რაც პიონერფილმელებს გვინდა, პიონერთა სასახლის ბაღში, იქ სადაც “ქეთო და კოტეს” მრავალი ეპიზოდია გადაღებული, დაიდგას ამ პერსონაჟების ქანდაკება. ბატონ ვახტანგ ტაბლიაშვილს შეხვედრა მოვუწყვეთ და იქ დავსახეთ.

მე მაქვს ამ მთავრობის, იმ მთავრობის წერილები, არაო. იმიტომ რომ, და ისეთ აბსურდებს მპასუხობენ, არ მინდა ხასიათი გაგიფუჭოთ. რა ვიღონო არ ვიცი?

აი ქანდაკება:

ქეთო და კოტე

აი ადგილი:

ქეთო და კოტე

მემორიალური დაფა, რომელიც 1993 წელს გავხსენით ბატონ ვახტანგთან ერთად:

ქეთო და კოტე

გააზიარეთ

 
...