ქართველების ტრიუმფი ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალზე

11 თებერვალი, 2018

ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე ”golden dream” ჟიურიმ და დამსწრე საზოგადოებამ ქართველების ნამდვილი ტრიუმფი იხილა.

კონკურს-ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – გრანპრი, პირველი ადგილი და ნომინაცია “ანსამბლების” პირველი ადგილი ქართველმა მომღერლებმა მოიპოვეს.

ფესტივალის გრანპრის მფლობელი ნომინაციაში ვოკალი გამარჯვებული თამარ ლილუაშვილი გახდა. ამავე ნომინაციაში კი პირველი ადგილი ტატა ხორგუაშვილმა მიიღო.

ნომინაცია “ანსამბლების” გამარჯვებული ანსამბლი “ერთსულოვნება” გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში 12-ის ნაცვლად მხოლოდ 3 მომღერალი ჩავიდა, მათ მაინც შეძლეს თავისი პროფესიონალიზმით ჟიურის და ამერიკელი მსმენელის მონუსხვა და პირველი ადგილი დაიმსახურეს.

თამარ ლილუაშვილი

ტატა ხორგუაშვილი

ტატა ხორგუაშვილის პრიზი

ანსამბლი ერთსულოვნება

გააზიარეთ

 
...