ფოთის თეატრი ინგრევა

6 თებერვალი, 2018

ფოთის თეატრიფოთის თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია. შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა, უკვე ინგრევა.

ინფორმაციას ფოთის თეატრის მესვეურები ავრცელებენ და მოითხოვენ შეწყდეს თეატრის შენობაში სპექტაკლების და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა:

“დღეს ფოთის თეატრის ფოეში კიდევ ჩამოვარდა ჭერის ფრაგმანტი! არის სხვა ადგილებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩამოვარდება!

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთანავე მივმართოთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაზიანებული უბნების შეკეთებამდე და შენობის უსაფრთხოების დადგენამდე, შეჩერდეს ფოთის თეატრში სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთის თეატრი იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე.”

ჩამონგრევამდე

ჩამონგრევის შემდეგ

გააზიარეთ

 
...