სურამში ულამაზესი მუზეუმი ინგრევა

15 თებერვალი, 2018

ლესია უკრაინკას მუზეუმისურამში, ზინდისში ულამაზესი მუზეუმი ინგრევა.

XIX საუკუნის სახლი ეთნოგრაფ ნიკოლოზ აბაზაძეს ეკუთვნოდა, თუმცა 1952 წლიდან ამ შენობაში უკრაინელი პოეტი ქალის – ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩის) მუზეუმია განთავსებული.

შენობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს:

“ეს გახლავთ სურამში, ზინდისში არსებული XIX საუკუნის სახლი. აქ 1952 წლიდან განთავსებულია უკრაინელი პოეტი ქალის – ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩის) მუზეუმი.

სახლი ეკუთვნოდა ეთნოგრაფ ნიკოლოზ აბაზაძეს. ამ სახლთან და ამ ოჯახთან არაერთი საინტერესო ამბავი და პიროვნებაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, სახლს არ უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსიც.

მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

მუზეუმი ამჟამად მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია და არ მგონია მისი რესტავრაციის სახსრები ჰქონდეს! გთხოვთ დაგვეხმაროთ!”

ლესია უკრაინკას მუზეუმი

ლესია უკრაინკას მუზეუმი

ლესია უკრაინკას მუზეუმი