სალომე კორკოტაშვილი – მომღერლის კიდევ ერთი წარმატება

6 თებერვალი, 2018

სალომე კორკოტაშვილიმომღერალი სალომე კორკოტაშვილი, იგივე SALIO მუსიკალურ კარიერაში წინ წარმატებულად მიიწევს.

მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა ჯოს სტოუნმა ქართველ მომღერალთან ჩაწერილი დუეტი ინტერნეტში გამოაქვეყნა.

ჯოს სტოუნი გასულ წელს იმყოფებოდა საქართველოში, სადაც ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ფესტივალი დახურა.

GEORGIA – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავმა ქართულად იმღერა. ვიდეორგოლი აჭარაშია გადაღებული. სალომე კორკოტაშვილის და ჯოს სტოუნის დუეტს ინტერნეტში ათასობით ნახვა აქვს.

 

გააზიარეთ

 
...