“რწყილი და ჭიანჭველა” იაპონურად

13 თებერვალი, 2018

რწყილი და ჭიანჭველაგინახავთ ან მოგისმენიათ ზღაპარი “რწყილი და ჭიანჭველა” იაპონურად? ამის შესაძლებლობა 16-დან 26 თებერვლამდე იაპონიაში გამართულ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას ექნება.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით იაპონიაში მიიწვიეს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა” ნაგოიასა და ტოკიოში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტეჟი აზიის“ ეგიდით გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ ქართულ და იაპონურ ენებზე იქნება წარმოდგენილი.

გააზიარეთ

 
...