როგორ გავზარდოთ ახალგაზრდებში წიგნებისადმი ინტერესი (ნაწილი პირველი)

5 თებერვალი, 2018

მათე მაყაშვილმა წამოაყენა იდეა, როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის დონე და წიგნებისადმი ინტერესი. მისი აზრით, ამისათვის საჭიროა ნაწარმოებები გამოვიდეს ახალი სათაურებით, მაგალითად:

“აუ პროსტა ნახეთ მატარებელი რას უშვება გოგოს” – ლევ ტოლსტოი
“ტიპი ტყუილად ჩასვეს ციხეში, გამოვიდა და რაც შემდეგ მოხდა ყველას გაგაოცებთ” – ალექსანდრე დიუმა
“აუ ტიპი მაგრად ღადაობს” – ვუდჰაუზი
“ბიჭმა სელფი გადაიღო, რაც შემდეგ მოხდა შოკში ჩაგაგდებთ” – ოსკარ უალდი
“აუ ნახეთ ტიპი პროსტა რა გიჟია” – კენ კიზი
“საყვარელი ბავშვი ყოველდღე ვიწერდი, ნაწერი სულს აგიფორიაქებთ” – ანე ფრანკი
“ამ საწყალ არსებას თავიდან ყველა დასცინოდა, რაც შემდეგ მოხდა ცრემლებს მოგადენთ” – ვიქტორ ჰიუგო
დანარჩენი თქვენ დაამატეთ. ერთი დიდი სია გავაკეთოთ და დავბეჭდოთ ახალი სათაურებით.”

მათეს იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელის მომხმარებლებმა ცნობილ ნაწარმოებებს თანამედროვე სახელწოდებები შეურჩიეს:

“ზმანი პირველი” – გურამ დოჩანაშვილი

“დეიდამ ბავშვს ღობის შეღებვა დაავალა და იმან, რაც მერე მოხდა მთელი უბრანი შოკში ჩააგდო” – ტომ სოიერი

“ამ პატარა თხას მეგობრების გაჩენის ძალიან ორიგინალური ხერხი აქვს” – თხა და გიგო, იაკობ გოგებაშვილი

“ათოსი, პორთოსი, არამისი, მამამისი და უბნის ბიჭები..” – ალექსანდრე დიუმა

“დააყენეთ ვიზიტორები” – ჯორჯ ორუელი

“როგორ უყვარდათ შვილები შვედეთში, ეს ამბავი ცხარე ცრემლით აგატირებთ” – სელმა ლაგერლოფი

“ეს ბიჭი თევზებს აჭმევდა, როდესაც წყლიდან მოულოდნელი სტუმარი ეწვია” – კტულჰუს ძახილი, ჰოვარდ ფილიპ ლავკრაფტი

“ტიპმა საკუთარ გამზრდელს გაუჩალიჩა” – აკაკი წერეთელი, გამზრდელი

“დიდველის თოვლიანი მთა” – კილიმანჯაროს თოვლიანი მთა, ჰემინგუეი

“ტიპს ძმაკაცის ცოლი დაევასა, შემდეგ რაც მოხდა ყველას შოკში ჩაგაგდებთ” – ხევისბერი გოჩა

“ის 90 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ, აბა, თვალებში ჩახედეთ……სიტყვებს ვერ ვპოულობ!” – დრაკულა, ბრემ სტოკერი

“ტიპი ისეთ კაიფში იყო, ნოველების წერა დაიწყო და ნახეთ რა მაგრად გამოუვიდა” – ბეგბედერი

“აი ის მომენტი, დიდხანს რო ხარ მარტოოოო” – მარკესი

“დადგა ეს სანატრელი მომენტი და მან ეს სიმღერა კვლავ შეასრულა! ცრემლებს მაინც ვერ ვიკავებ!” – იავნანამ რა ჰქმნა, იაკობ გოგებაშვილი

“როგორ მოვიგოთ რულეტკაზე” – სტენდალი

“მე-12 საუკუნის გაზაფხული-ზაფხული კოლექცია” – რუსთაველი

“მეტეორი გვესროლე” – დამსეტყვე ცაო, ვაჟა ფშაველა

“ის საქსოვ ძაფებს თითებზე შემოიტარებს და ქსოვას იწყებს. საბოლოო შედეგი… საოცარია!” – მძინარე მზეთუნახავი, შარლ პერო

“ეს კაცი წაქცეულ ხეს ჭრიდა. შემდეგ ისეთ რამ მოხდა, რასაც გამოცდილი ხისმჭრელიც არ ელოდა” – წერილი ნაძვებს, გოდერძი ჩოხელი

“ტიპებს მაგარ სასტუმროში გაიჩითნენ, მაგრამ რაც მერე მამამ უქნა დედას და ბავშვს, შოკში ჩაგაგდებთ” – “ნათება”

“ტიპმა რა მაგარი რაღაც ააშენა და ნახეთ ბოლოს რაც გაუჩალიჩეს” – გამსახურდია

“ტიპი ცოლს მოიყვანს და მოურავი გაუბახებს” – ჯაყოს ხიზნები

“10 წლის გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარ” – ჯაყოს ხიზნები

“მან კუნძის ზომები აიღო, ჩარხი დაატრიალა და… შესანიშნავი რამ გამოუვიდა!” – პინოქიო, კარლო კოლოდი

“ეს მამაცი ბიჭი ტორნადოს უახლოვდება რათა სელფი გადაიღოს. ნახეთ ეს დიდი სიგიჟე!” – ოზის ჯადოქარი, ფრენკ ბაუმი

“ამ ჩიტს შეხედეთ, რამსიმაღლეზე დაფრინავს” – თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი

“აუ, ნახეთ პროსტა რას ეკაიფება სასტავს” – ბიბლია

“გაიგეთ რა შემთხვევაში იწვებიან ჯოჯოხეთის ცეცხლში, ოღონდ მართლა” – უმბერტო ეკო

„ცხვირის გაზრდის უტყუარი მეთოდი“ – პინოქიო

“ღმერთი სამყაროს გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ამ ადამიანის მოულოდნელმა გამოჩენამ ყველაფერი წყალში ჩაყარა” – სარამაგუ

„ასეთი მეხანძრეები არსად გეყოლებათ ნანახი. მათი ნახვა ყველას გაგაოგნებთ” – რეი ბრედბერი

“50 სხადნიაკი, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ” – გოჩა მანველიძე

“ბიჭმა გვიან აღმოაჩინა რომ სხვა დედა ჰყავდა… რაც შემდეგ მოხდა, გულგრილს ვერავის დატოვებს” – სოფოკლე

“ბაბუ მაგარს ღადაობს” – ტერი პრატჩეტი

“ნახეთ რა უქნა მელორსმა კონის ხეზე” – დევიდ ლოურენსი, ლედი ჩატერლეის საყვარელი

“ის, რასაც ნახავთ, შოკში ჩაგაგდებთ, რას აკეთებს ბლუმი პლაჟზე” – ჯეიმს ჯოისი, ულისე

“ტიპმა მგელს უთხრა, აბა, კბილები დაკრიჭეო, რაც იქ ნახა ყველას გაგაოცებთ” – ხალხური

“ამ ვიდეოს მხოლოდ ერთეულები თუ გაიგებენ” – ჯეიმს ჯოისი

“მეე, მეე დედაშენი ვარ” – ოიდიპოსი

“აუ ტიპი თავის ქალას ელაპარაკება, ჩემიკაი” – ჰამლეტი

“რას წარმოიდგენდა, რომ გოგო რომელიც მას შეუყვარდა, სინამდვილეში მისი შვილი იქნებოდა. რაც მერე მოხდა შოკში ჩაგაგდებთ” – მაქს ფრიში

“ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ” – ჯეინ ეარი

“უზრდელი გოგო ნახეთ რაა! ჯერ ძაღლობას აგინებს და მერე დასახმარებლად მონადირეს ურეკავს!” – შარლ პერო

“ტიპი, რომელსაც ფეისბუქი ძლიერ უყვარდა” – გურამ დოჩანაშვილი

“რძლის მიერ გამოგდებული კაცი ქვას წყალს ადენს” – ხალხური

სტენდალი – “ბოზური და ქურდული”

“ტიპი ციხეში 19 წელი ჭადრაკის ფიგურებს და ბუღალტერიას აკეთებდა. იმან, რაც შემდეგ მოხდა, მორგან ფრიმანი გააოცა” – სტივენ კინგი

“ეს წიგნი “ხელიდან ხელში გადადიოდა:, საუკუნეს გაუძლო და შემდეგ ერთი გადაცემა ინტელექტუალები აცინა” – აკაკი ჩხენკელი

“არ გიყვარს წიგნი? ამის წაკითხვის შემდეგ გპირდები დაფიქრდები” – 451 გრადუსი ფარენჰაიტით, ბრედბერი

“ძაღლი ომიდან დაბრუნებულ 20 წლის უნახავ პატრონს ხვდება და ცნობს. ცოლი ვერა” – ჰომეროსი

“სოფლიდან ჩამოსული ბიჭის საქციელმა მთელი პარიზი გააოცა” – ალექსანდრე დიუმა

“მღვდელს ძილში წმინდა გიორგი გამოეცხადა. თავიდან არავის ჯეროდა მაგრამ…” – აკაკი წერეთელი

“ბიჭი სავარცხლით, სალესი ქვით და 1 ბოთლი წყლით სასწაულებს სჩადის” – ხალხური

“სექტემბრის ოქტომბრის და ნოემბრის ეპისტოლეების კრებული” – მარკესი

“გადადი ლინკზე და ნახე, თუ ვინ გადაუფრინა გუგულის ბუდეს”

“რენე ყველას უბრალო პარფიუმერი ეგონა, მაგრამ რაც მან შემდეგ გააკეთა, გულგრილს ვერ დაგტოვებთ” – დედოფალი მარგო

“ეს ბიჭი ყველას იდიოტი ეგონა, მაგრამ შემდეგ მსოფლიო გააოცა” – დოსტოევსკი

“აინშტაინმა ამ წიგნის კითხვას სამი თვე მოანდომა. ამბობენ, რომ ამერიკელი პილოტები ამას თვენახევარშიც კითხულობენ. თუ თქვენ ამის გაკეთებას ერთ თვეში მოახერხებთ გენიოსი ხართ!” – მარსელ პრუსტი

“გადადი ლინკზე და ნახე ვისი ვისაშია” – ირინა ავერბახი

“ნაპოლეონმა ფერმა შეკრიბა, რაც შემდეგ მოხდა ნამდვილად გაგაოცებთ” – ჯორჯ ორუელი

,,ექსპერტების აზრით კრიმინალი არ გაზრდილა, უბრალოდ მედია აშუქებს გადამეტებულად” – ენტონი ბერჯესი

“ტიპშა ჩადრიან დედებს გამოექცევა ირანიდან და ავსტრიაში ისევ ჩადრიან დედებთან აცხოვრებენ” – პერსეპოლისი

“ტიპმა ერთ დღეს გაიღვიძა და მამა ტუფლით მოსდევდა, მაგარი ხოხმაა” – კაფკა

“სუსტი გულის პატრონებმა ეს არ წაიკითხოთ” – იაკობ ცურტაველი

“ძაან მაგარი დღეეეეე” – ჯეიმზ ჯოისი

“შვარცნეგერი, რემბო და ჩაკ ნორისი ქაჯეთის ციხეს იღებენ” – რუსთაველი.

“აუუუუ, პროსწაა პაწარა ყმაწვილეეეე” – ეგზიუპერი

“ყველა ქალი ერთნაირია” – ოსტატი და მარგარიტა

“ის ტიპი ფაიზაღს ბაზრობდა იმენა. მაგარი ტვინიკოსა იყო…” – ნიცშე

გააზიარეთ

 
...