მაია ასათიანი ცუდადაა

22 თებერვალი, 2018

მაია ასათიანითოქ-შოუ პროფილის წამყვანი მაია ასათიანი ცუდადაა. ამის გამო, შემოქმედებითი ჯგუფი იძულებულია ეთერი დროებით გააჩეროს.

ინფორმაციას გადაცემის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

მადლობა გვერდში დგომისთვის!”