ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს

20 თებერვალი, 2018

ირაკლი კვირიკაძეახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს.

მსახიობი, რომელსაც ქართველ ალენ დელონს უწოდებენ, ფართო საზოგადოებამ რეზო გიგინეიშვილის ფილმით “მძევლები” გაიცნო.

ირაკლი კვირიკაძე ბერლინალეზე ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეულისთვის შეირჩა. ის პირველი ქართველი მსახიობია, რომელიც ამ სექციისთვის შეარჩიეს.

ქართველი მსახიობის გარდა, ათეუულში მოხვდნენ იტალიელი, შვედი, ბრიტანელი, ნორვეგიელი, გერმანელი, ბელგიელი, უნგრელი, შვეიცარიელი და ნიდერლანდელი მსახიობები.

ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეული ეუროპეან ფილმ პრომოუშენმა გამოაქვეყნა.