ილია ჭავჭავაძე: “ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება…”

24 თებერვალი, 2018

ილია ჭავჭავაძე– მე თქვენ გაღვიძებთ, მძინარე ქართველნო, თქვენ კი მეორე გვერდზე ტრიალდებით და მაგინებთ… – ილია ჭავჭავაძე თავისი შეგონებებით სილას აწნავდა ჯერ კიდევ მისი პერიოდის ქართველებს. ახლა კი მისი ჩანაწერები კიდევ უფრო აქტუალურია.

ილია ჭავჭავაძე:

“ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს.

როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს – ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს.”