თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა

8 თებერვალი, 2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიზუსტად 100 წლის წინ 1918 წელს კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა.

სიმბოლურია, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს – 8 თებერვალს გაიხსნა. თავის დროზე დავით აღამშენებელმაც გელათის აკადემია დააფუძნა და განათლება უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნია.

უნივერსიტეტის დაფუძნებაში საუკეთესო პიროვნებები იღებდნენ მონაწილეობას: ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, კოტე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, აკაკი შანიძე, გრიგოლ წერეთელი, კორნელი კეკელიძე, ანდრია რაზმაძე, გიორგი ახვლედიანი და იოსებ ყიფშიძე.

მათგან ყველაზე დიდი როლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში ივანე ჯავახიშვილის მიუძღვნის, მისი წვლილი მართლაც განსაკუთრებულია.

ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში კი ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.

თსუ-ს პირველ რექტორად ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. ივანე ჯავახიშვილი კი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა აკურთხა.

1989 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

გააზიარეთ

 
...