თამაზ ჭეიშვილი:‎ “აღსარება”

9 თებერვალი, 2018

თამაზ ჭეიშვილი“აღსარება” – ასე უწოდებს თავის ჩანაწერს მწერალი თამაზ ჭეიშვილი და თავის მკითხველს გულს უშლის:

“უცხოეთში მდიდარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არაფერი მაკლდა, არაფერი მენატრებოდა! ნოსტალგიამ მიმატოვებინა კომფორტი და ამ ჯოჯოხეთში დამაბრუნა!

ხუმრობა იქით იყოს (მიყვარს ხუმრობა) დღეს არ ვარ ხუმრობის ხასიათზე! საქართველო და ერი სულს ღაფავს, ჩინოვნიკები კი ნებივრობენ!

იქ, სადმე რომ დავრჩენილიყავი, თუნდაც სან პაულოში განცხრომაში მეყოლებოდა ოჯახი, მაგრამ,მაპატიეთ, ჩემო უსაყვარლესნო, ნოსტლგიამ გადაწონა თქვენდამი სიყვარული და ამან უამრავი პრობლემა შეგიქმნათ!

ხელისუფალნო, მე თქვენ მძულხართ! როგორ შეიძლება მიყვარდეს ის პარლამენტები, მინისტრები, ჩინოვნიკები, ვინც საქართველო ამ დღეში ჩააგდო, 1991 წლიდან დღემდე!

მე არ ვარ ბოროტი, მაგრამ 29 წლიანი სიძულვილი არ მანებებს თავს, მომყვება, მამძიმებს, ვაღიარებ ამას და მრცხვენია, ქრისტიანი მართლმადიდებელი სიძულვილის ვინახავ!”