დავით მაღრაძე იტალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

3 თებერვალი, 2018

დავით მაღრაძექართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომლის შემოქმედებასაც იტალიელი მკითხველი კარგად იცნობს, იტალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა.

ქართველმა შემოქმედმა განსაკუთრებული ჯილდო მიიღო – საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის.

იტალიის პრეზიდენტმა დავით მაღრაძეს სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.