გაიცანით უნიჭიერესი ბექა ბუჩუკური

23 თებერვალი, 2018

ბექა ბუჩუკურისაბედნიეროდ, საქართველო სავსეა ნიჭიერი ადამიანებით. მათ შორის ერთ-ერთია ბექა ბუჩუკური.

სამწუხაროდ, მათი პოპულარიზაცია თითქმის არ ხდება, რის გამოც, ბევრ მათგანს ფართო საზოგადოება არ იცნობს.

“არტინფო” გაგაცნობთ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბექა ბუჩუკურს. იგი ფოლკლორული ანსამბლის ”ადილეის” წევრია. ბექამ ქვინის ლეგენდარული ჰიტი “ბოჰემური რაფსოდია” ქართულ სიმღერებთან ორიგინალურად შეაზავა.

როგორც მოალოდნელი იყო, მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა.