5 თებერვალი, 2018

უხუცესი სოპრანო ლინა ვასტა – უსმინეთ და ისიამოვნეთ

ლინა ვასტალინა ვასტა უხუცესი სოპრანოა. ასაკის მიუხედავად, იგი არაჩვეულებრივად მღერის და საოპერო ხელოვნების მოყვარულებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ბევრს ჰგონია, რომ მოხუცი ბებოების მთავარი საზრუნავი შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის ზღაპრებისა და მოგონებების მოყოლაა, თუმცა ლინა ვასტამ ეს სტერეოტიპი დაამსხვრია.

ვიდეოში, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, სოპრანო ჯაკომო პუჩინის ოპერიდან ნაწყვეტს ასრულებს.

”90 წლის სოპრანოს ხმა იმაზე უკეთესად ჟღერს, ვიდრე 45 წლის სოპრანოების,” – ასე აფასებენ ლინა ვასტას საოპერო ხელოვნების მოყვარულები.