17 თებერვალი, 2018

ნუკას ტაძარი – ულამაზესი ქართული ეკლესია ართვინში

ნუკას ტაძარიქართული ეკლესია-მონასტრები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მრავლადაა. მათ შორისაა, ნუკას ტაძარი – ქართული შუასაუკუნოვანი ნაგებობა კარჩხალის ხეობაში. თუ კარგად არ დააკვირდებით ეკლესიის დანახვა გაგიჭირდებათ, რადგან კლდეზე აგებული ტაძარი თითქმის შეუმჩნეველია.

ეკლესიაზე გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს რეჟისორი თემო ცავა ავრცელებს:

“ნუკას ტაძარი. ქართული შუასაუკუნოვანი ნაგებობა კარჩხალის ხეობაში. ართვინის რაიონი – დღევანდელი თურქეთის ტერიტორია.

ერთს დავამატებ, გარდა საკუთარი ხიბლისა, ძალიან კარგადაა გადაღებული, რაც ამ ნაგებობას მატებს უდიდეს შარმს!”