8 თებერვალი, 2018

მუხრან მაჭავარიანი: “ვაი, ჩვენს პატრონს!”

მუხრან მაჭავარიანიმუხრან მაჭავარიანი ყველაზე მართალი პოეტია. მისი ლექსები თითოეულ ქართველს გულში ხვდება. მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება იმ პრობლემასა თუ სატკივარზეა, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია:

“დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი და ხანაც კევრი,
ვხედავ – რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ
და მე შენ გეტყვი – უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.
კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს
სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ;
გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი…
დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი!
ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ!”