18 თებერვალი, 2018

ინოლა გურგულიას “ადამიანი” – უტკბილესი შესრულება

პაპუნა შარიქაძეინოლა გურგულია და მისი სიმღერები ქართველ მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს.

სიმღერა “ადამიანი” მუსიკოსმა და მომღერალმა პაპუნა შარიქაძემ სულ სხვანაირად ააჟღერა. პაპუნა ფართო საზოგადოებამ “ანა ბანა”-დან გაიცნო და მას შემდეგ მის უდიდებულესობა მუსიკას ემსახურება.

პაპუნა ამჟამად ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს და საქართველოს მონატრებას სამშობლოში ხანმოკლე ვიზიტებით და ქართული სიმღერების შესრულებით იკლავს.

მართალია პაპუნამ ინოლა გურგულიას სიმღერის მხოლოდ რამდენიმე ტაქტი შეასრულა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვიდეოს ათასობით ნახვა დაეგროვებინა.