18 თებერვალი, 2018

ეკლესია ახმეტაში, რომელიც აფეთქებას გადაურჩა

ეკლესია სოფელ არგოხში ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში მდებარეობს ეკლესია, რომელიც აფეთქებას გადაურჩა.

ეკლესიის შესახებ საინტერესო ინფორმაციას და ფოტოებს ბექა ქალდანი ავრცელებს:

“ეს ტაძარი მდებარეობს ახმეტის რაიონ სოფელ არგოხში. როგორც აქაური მკვიდრი მიყვებოდა, კომუნისტების დროს ამ ტაძრის აფეთქება სდომებია ამ სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ ოსს, ორჯერ უცდია, მაგრამ ტაძარი ვერ დაუნგრევია. ამის შემდეგ ამ ოსის ოჯახი მთლიანად ამოწყვეტილა და დღესაც ამ ტაძარში შესვლის ეშინიათ ამ შემთხვევის შემდეგ, მხოლოდ ეს ისტორია ვიცი ამ ტაძრის შესახებ.

ეკლესია არის დანგრევის პირას და უყურადღებოდ, რაც ფოტოებშიც ნათლად ჩანს.”

ეკლესია სოფელ არგოხში

ეკლესია სოფელ არგოხში

ეკლესია სოფელ არგოხში