ზვიად გამსახურდია: “პატარა სამეფოები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს”

16 იანვარი, 2018

ზვიად გამსახურდიააცხადებდა მთარგმნელი და მწერალი ზვიად გამსახურდია და ქართულ კულტურასა და მეცნიერებაში არსებულ პატარა იმპერიებსა და სამეფოებზე წლების წინ ღიად საუბრობდა.

მამის პოზიციას სრულად იზიარებს ცოტნე გამსახურდია და მიაჩნია, რომ საქართველოში სახელოვნებო სფეროში კლანები დღესაც არსებობს:

“დღესაც არსებობს საქართველოში კლანები სახელოვნებო სფეროში, რომელთაც მემკვიდრეობით გადმოეცათ საბიუჯეტო დაფინანსება, ოფიციოზთან სიახლოვე, რენომე და ა.შ. ეს კლანები – მცირე სახელმწიფოა სახელმწიფოში, რომლებიც თრაზიბულეს ჯოხის მსგავსად, ცელავენ ყველა ნიჭიერს და ორიგინალურს, ვინც მათ არსებობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

ჩვენი მდარე გემოვნებისა და შეზღუდული სტერეოტიპების საზოგადოება, რომელიც ამავდროულად აგრესიულია საწინააღმდეგო აზრის მიმართ, რომელ მხარესაც უნდა იყოს, ცად აღამაღლებს ხოლმე ნებისმიერ უნიჭობას ან – პირიქით. დღესაც, გასართობად ყანყალი შეიძლება პროგრესისადმი ლტოლვად და ეპოქალურ მოვლენად შერაცხონ, მოწინააღდეგეები – რეტროგრადებად, ჩამორჩენილებად გამოაცხადონ ისე, რომ თავად არ ესმოდეთ რატომ. საპირისპიროდ, ვიღაცამ შეიძლება ამ ყანყალში ქართველობის წინააღმდეგ დივერსია დაინახოს, მაგრამ ამ პოზიტიურ-ნეგატიური პიარით მხოლოდ ეს კლანები ხეირობენ ისევ.

ამ ყველაფერზე მამაჩემის სიტყვები გამახსენდა და მოვძებნე:

“ზ. გამსახურდია: პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.

საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.”

გააზიარეთ

 
...