თამაზ ჩხენკელის უმნიშვნელოვანესი სათქმელი

14 იანვარი, 2018

თამაზ ჩხენკელი– გორსალა სხვის ადგილს იკავებს და ამიტომ ნიადაგ დადარაჯებულია, სხვას უსაფუძვლო შენიშვნა მისცეს, დაამციროს. ის ამით თავს იმკვიდრებს, ცხოველური გეშით გრძნობს ინტელიგენტს და სძულს იგი მთელი არსებით, – ეს არის ნაწყვეტი მწერლისა და პოეტის თამაზ ჩხენკელის ესეების კრებულიდან “მწვანე ბივრიტი“:

“გორსალას, ერთი მხრივ, ახასიათებს ამპარტავნება, ქედმაღლობა და ველური მეგალომანია, ანუ განდიდების ბოდვა. მეორე მხრივ, მონური ქედის მოხრა, სულერთია, რის ან ვის წინაშე.

ხშირად ეს თვისებები შენიღბულია და მთელი სისრულით მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში ვლინდება. გორსალა სხვის ადგილს იკავებს და ამიტომ ნიადაგ დადარაჯებულია, სხვას უსაფუძვლო შენიშვნა მისცეს, დაამციროს. ის ამით თავს იმკვიდრებს – ცხოველური გეშით გრძნობს ინტელიგენტს და სძულს იგი მთელი არსებით.”‘

გააზიარეთ

 
...