18 იანვარი, 2018

თამარ ამაშუკელი: “ღმერთო, მე მაპატიე რომ გაწუხებ…”

თამარ ამაშუკელიამ განცხადებას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აკეთებს და ძველ ბათუმში ფარნავაზის ქუჩაზე ერთ-ერთი ისტორიული შენობის ნგრევას აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული, მას ისტორიული ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს:

“ღმერთო, მე მაპატიე რომ გაწუხებ, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა აღარ არის, გევედრები, ჩამოდი! ჩასცხე! ერთი ამის ჩამფიქრებელს, ნებართვის გამცემს და განმხორციელებელს.

შენ თუ ვერ მოიცლი, წმინდა გიორგი მაინც გამოუშვი დრაკონები შემოგვესიენ და დრაკონებზე უარესები კიდო.”