13 იანვარი, 2018

სასიამოვნო სიახლე ზურა ყიფშიძის გულშემატკივრებისთვის

ზურა ყიფშიძემსახიობ ზურა ყიფშიძეს გულშემატკივარი ყველა თაობის მაყურებელში ჰყავს. მისი მონაწილეობით ახალ სპექტაკლსა თუ ფილმს უმრავლესობა დიდი ინტერესით ელოდება.

„სად იწყება სიკეთე“ – ასე ჰქვია ახალ მხატვრულ-ანიმაციური ფილმს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გადაიღეს.

ფილმში წმინდა ნიკოლიზისა და ბასილი დიდის ცხოვრების ისტორიაა მოთხრობილი, სადაც მთავარ როლს – სანდრო პაპას – ზურა ყიფშიძე თამაშობს. რეჟისორი გიორგი კიკალიშვილია, სცენარი ნიკოლოზ წულუკიძეს ეკუთვნის, მუსიკალურად კი სურათი ილია მეორის საგალობლებით არის გაფორმებული.