ნოდარ ბახტაძე: “ასე გამართლებულიყოს ამ წლის განმავლობაში თქვენი მოლოდინებიც!”

14 იანვარი, 2018

ნოდარ ბახტაძეაცხადებს არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე და ახალ წელს პირველი ახალი და სასიამოვნო სიახლიც იწყებს:

“ასე გამართლებულიყოს ამ წლის განმავლობაში თქვენი მოლოდინებიც! წინასაახალწლოდ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე წაკითხული მოხსენების დროს, წუხილი გამოვთქვი, რომ ჯერჯერობით მხოლოდ დოლოჭოპის თავდაპირველი ბაზილიკის დანგრევისა და დიდი ბაზილიკის აგების მოსამზადებელი ეტაპის თარიღის ჩვენეული ვარაუდების გამამყარებელი, მაღალტექნოლოგიური ანალიზის პასუხი გაგვაჩნდა.

და აი, ძველით ახალი წლისთვის, საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვის დღეს, გლაზგოს უნივერსიტეტის ტექნიკური კვლევების ლაბორატორიიდან დოლოჭოპის ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი დიდი ბაზილიკის მშენებლობის დროინდელი ნახშირის ნიმუშების რადიოკარბონული ანალიზის პასუხიც მივიღეთ – ძალიან დიდი ალბათობით, ეს არის IV -V საუკუნეთა მიჯნა, არა უგვიანეს 401 წელი!”

 

ნოდარ ბახტაძე: "ასე გამართლებულიყოს ამ წლის განმავლობაში თქვენი მოლოდინებიც!"

ნოდარ ბახტაძე: "ასე გამართლებულიყოს ამ წლის განმავლობაში თქვენი მოლოდინებიც!"

ნოდარ ბახტაძე: "ასე გამართლებულიყოს ამ წლის განმავლობაში თქვენი მოლოდინებიც!"