მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მხოლოდ პოდიუმზე სიარულით არ კმაყოფილდება და ცდილობს განვითარდეს. ლამაზმანი ხელოვნების სხვა სფეროებითაც არის დაინტერესებული.
ნანუკა ხატვით არის გატაცებული და იმდენი ნამუშევარი დაუგროვდა, რომ მისი ნახატების პირველი გამოფენა, არც მეტი არ ნაკლები, ჩიკაგოში გაიმართება.
მოდელის პირველი წარმატების დასაწყისი სწორედ შორეულ ამერიკაში – ჩიკაგოში იქნება, სადაც ნანუკას პირველი პერსონალური გამოფენა 1 თებერვალს გაიხსნება.