დავით ფოცხიშვილი: “ღვაწლმოსილმა ქორეოგრაფებმა დაიმსახურეს მადლობა!”

20 იანვარი, 2018

დავით ფოცხიშვილიქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი თანამედროვეობის მომხრეა, თუმცა მიაჩნია, რომ არც ღვაწლმოსილი ქართველი ქორეოგრაფების დაფასება და მათთვის საკადირი მადლობის თქმა უნდა დაგვავიწყდეს:

“თანამედროვეობას მივესლამები, სუხიშვილებმა 2000 წელს დაიწყეს ახალი პროექტის განხორციელება როცა ჩვენ, უკვე 6 წლის დაწყებული გვქონდა ახალი პროექტი სადაც შედიოდა 11 ახალი ფოლკბალეტი…

ჩვენმა იმ ახალმა საკონცერტო სოლო კონცერტმა შემოიარა მსოფლიო… ვერ დავითვლი იმდენი კონცერტი გვქონდა… საქართველოში მაშინ არ არსებობდა დენი… 16-ჯერ ვიყავით იტალიაში, 3-ჯერ გერმანიაში, ახალ ზელანდიაში, ეგვიპტეში, ინგლისში, 3 თვე ამერიკაში, ესპანეთში, თურქეთში, მოსკოვში და ა.შ… მოკლედ, ჩვენს დასს “მეტეხს” მსოფლიოს თითქმის ყველა სერიოზულ დარბაზში ანშლაგებით და დიდი ოვაციებით შეხვდნენ და ახლაც ასე გრძელდება…

ჩვენ იმის გარჩევა ვიცით, რა შევქმენით ჩვენ და რა იმ ღვაწლმოსილმა ქორეოგრაფებმა, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს მადლობა. არ შეიძლება სიტყვიერად მაინც ვახსენოთ? აბა, გააჩერეთ ქუჩაში რომელიმე ბავშვი, ან მოზრდილი და ჰკითხეთ ვინ იყო ენვერ ხაბაზი, დავით ჯავრიშვილი, ავთანდილ თათარაძე, ჯანო ბაგრატიონი, ბუხუტი დარახველიძე, კოწო მანჯგალაძე და ა.შ… დამიჯერეთ, ვერ გაგცემენ პასუხს, იმიტომ, რომ ისინი უმოწყალოდ ჩაკლეს… ჩაკლეს სამუდამოდ…

ქართველი ერი ოდითგანვე ცდებოდა არჩევანში და ასევე ცდებოდა მეგობრობაში, ძმაკაცობაში, ერთგულებაში… ჩვენ ჩვენი ნებით გავყიდეთ ჩვენი სამშობლო… აბა, დამისახელეთ ვინმე ახალი ქართველი ქორეოგრაფი, რომელიც ქებას იმსახურებს… როდემდე შეიძლება ასეთი სისასტიკით მოექცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც მოდიან ახალი აზრებით და ახალი შემართებით… თქვენ მათ უკლავთ ყველანაირ მომავლის იმედს თქვენი “პათხალიმი” საქციელით!

გამკვირვებია იმ ამაყი ადამიანების, (ამბიციური) ადამიანების, რომლებიც ამ ქორეოგრაფიულ “კუხნაში” მოღვაწეობენ და თავის თავს ხაზს უსვამენ… თავის შრომას არაფრად აგდებენ… ნუთუ არ გაქვთ მიზანი! დავიჯერო არ გინდათ თქვათ თქვენი სათქმელი? ასეთი დემოკრატიის დედა ვატირე, თუ ადამიანი ვირთაგვად გადაიქცევა… იმიტომ არ მჯერა მე თქვენი! საუკუნის მანძილზე საქართველოში არ მოიძებნა 1 ქორეოგრაფი? ყველაფერი გასაგებია, ერის სახე, ერის ბურჯი, ერის დედა და მამა, სიყვარულის და სარწმუნოების შემომტანი, გაგების დამაარსებელი, ნაბიჯის შემქმნელი და ა.შ… ყველას პატივს გცემთ მიყვარხართ უკვე 1978 წლიდან, ახალის დედა ვატირე? ანუ ახალი სახე არ შეიძლება წამოვიდეს საქართველოში? უეჭველი კომუნიზმი უნდა ჰქონდეს გამოვლილი და ბაბუამისის გენერლის კოსტუმი უნდა ეკიდოს კარადაში?

საქართველოში ბიუჯეტი შთამომავლობით რომ გადადის ესეც არაფერი? ხელოვანს იმის საშუალება მაინც ჰქონდეს, რომ თავისი აზრი ხელოვნებით გამოხატოს, იქნებ გენიოსია! რა უნდა ქნას ჩვეულებრივმა უნიჭიერესმა ადამიანმა, როგორ მოახდინოს რეალიზაცია თავის ხელოვნების?

ზვიად გამსახურდია: “პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას. საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.”

მინდა გამოვხატო ჩემი აზრი, როგორც პროფესიონალმა სუხიშვილების ამ საკლუბო პროექტზე:

ეს პროექტი როგორც მე ვხედავ არის საკლუბო, ამ პროექტში ბევრი ქართული ცეკვის გადმონაშთია, ფაქტიურად ქართულზეა აგებული, უბრალოდ დამატებული აქვს ორიენტალის, აფრიკული ცეკვების და კიდევ უამრავი სხვა ქორეოგრაფიული ცეკვის მიმართულება, ის ეროტიკაც უხდება რაც პლასტიკშია…

მსოფლიოში ვინც მოგზაურობთ გექნებათ ასეთი სტილის პერფორმანსები ნანახი და უარესიც… ეს ნამდვილად არ არის ჩემთვის შემაშფოთებელი, უამრავი ასეთი სტილის პროექტი არსებობს მსოფლიოში, ზოგი სცენაზე ცეკვავს, ზოგი კლუბში, ზოგი ცირკში, ზოგიც უბრალოდ სახლში… კლუბში ყველაფერი მოსულა… ამიტომ საკლუბოდ ნამდვილად გამართლებულია… იმ დღეს რესტორანში ვიყავი და სუხიშვილების ეს ცეკვა მონაგონია, იმასთან რასაც ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ცეკვავდნენ… ყველაფერი შესაძლებელია და პროგრესი ყოველთვის უნდა იყოს… “ცეკვა ქართული” სახელწოდება ამ პროექტისთვის არ არის შესაფერისი… მოცეკვავეები ნამდვილად კარგად ასრულებენ ამ დავალებას რაც მიცეს…

მე დავაწყნარებ იმ მასას, ვინც ძალიან გადაირია და პასუხს ვერ პოულობს:

ეს პროექტი სახალხო ვერ გახდება, მეგობრებო! ალბათ პროფესიონალები მიხვდებიან რატომაც… არ ინერვიულოთ! არავინ არავის ართმევს ქართულ ცეკვას… არა მარტო სუხიშვილებმა, უმარავმა ქორეოგრაფმა მიიღო ქართულ ცეკვის აღორძინებაში მონაწილეობა და აუცილებლად პირველები ჩვენ დავდგებით ქართული ნაციონალური ცეკვის დასაცავად… მე ვუყურე გადაცემას, სადაც ასეთი საუბარი იყო: თურმე ქართული ცეკვა შექმნა ერთმა გვარმა… ეს უპატივცემულობაა ყველა ქორეოგრაფის, ვინც აქამდე მოიტანა და სისხლი ჩააქცია ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში…

რაც შეეხება “სამაის” ეს ჭაბუკიანის დადგმაა თავფეხიანად…. აჭარული ენვერ ხაბაზის და აჭარულის ქუდი ქალს, რაც აფარია თავზე, ეს თავად სოლიკო ვირსალაძის ამოღებულია ძველი ქართული არქივიდან… ხორუმი ვახტანგ ჭაბუკიანის გათანამედროვებული და ნააზრევია, სცენიური რომ გამხდარიყო მან ბალეტში შეიტანა ხორუმის მთელი ციკლი… ამ დროს სუხიშვილების ანსამბლი შექმნილი არ იყო, ეს დანამდვილებით რაც ვიცით…

რაც შეეხება ძველი თბილისის სურათებს: როგორც ძველი ყარაჩოღელი (ქორეოგრაფები) ყვებოდენენ და მე მახსოვს ერთ-ერთი კოწო მანჯგალაძე ყვებოდა: ძველი თბილისის სურათები ჯანო ბაგრატიონის შემოტანილია სცენაზეო… ასევე დიდი წვლილი შეიტანა არბატოვმა, რომელმაც უამრავი შტრიხი შემოიტანა… რაც შეეხება წითელ ჩოხას, ეს ჩეჩნები ცეკვავდნენ წითელი და ლურჯი ჩოხებით… ოსური ჯანო ბარგატიონმა შექმნა მასაზე, მთიულური ცეკვები ფაქტიურად გაასცენიურა ბუხუტი დარახველიძემ და კიდევ თუ დაგებადებათ კითხვები ბატონი ომარ მხეიძის რადიოჩანაწრიც არსებობს, რომელიც სუხიშვილებში ცეკვავდა, თავად ნინო რამიშვილის მეწყვილე იყო… ასევე არსებობს უამრავი მასალა თუ ვინ რა შექმნა…

აღარ გადავალ ინდივიდუალურ შემსრულებლებზე ვის რა დაუდგია და ვის რა ილეთი მოუგონებია… ეს ყველაფერი ზეპირად იციან ქართველმა ქორეოგრაფებმა და ასევე კავკასიამ…. გემოვნებიანი “პაპსა” მაინც “პაპსად” რჩება… ზოგადად, როცა დიდი ამბიცია გაქვს “პაპსა” მაგრად ტეხავს, გიფუჭებს გემოვნებას და ადვილი (პრიმიტიული) ხდები…

სუხიშვილების ღვაწლი დიდია ქართულ ქორეოგრაფიაში და ამას არავინ უარყოფს, უბრალოდ მანამდეც უამრავი გენიოსი იყო და ახლაც უამრავი გენიოსი ქორეოგრაფია, რომლებსაც არ გაუმართლათ ბიუჯეტში…. დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც მართლა მოიტანა ილეთი, შემდეგ ვინც ამ ილეთს დაადო კიდევ ერთი ილეთი და ა.შ…

კიდევ ერთხელ მინდა დავწერო, თუ გინდათ შემედავეთ!

ქორეოგრაფი მსოფლიოში არსებობდა სულ 3 ან 4… ახლა შეიძლება იყოს სულ 2 ნამდვილი ქორეოგრაფი დედამიწაზე…

ბოძზე ცეკვას ვინც დგამს, ის ქორეოგრაფი არ არის, არც ის არის ქორეოგრაფი დილით რომ თავისთვის მღერის და საღამოს მაღაზიაში ვაჭრობს… ნამდვილ ქორეოგრაფს არ უნდა ჰქონდეს თავის ყველა ახალი ნოვაცია (ნაბიჯი) ასახსნელი ყველა ჯიშის ადამიანისთვის… მაგრამ ხალხი რომ ბრბოა, თუ გაგიგია სავლე ბიძია?! ქრისტეს ერთი პერანგი არსებობს… ხალხს უნდა რომ ილოცოს და რატომ უშლით ლოცვას?”

გააზიარეთ

 
...