11 იანვარი, 2018

CNN-ისთვის თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორისაა

CNN-ისთვის თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორისააამერიკული ტელეკომპანიის CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “დიზაინზე ორიენტირებული 7 ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახო“.

აუცილებლად სანახავი ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა საფრანგეთის, კანადის, იაპონიის, ომანის, შოტლანდიის, მექსიკის ქალაქები და, რა თქმა უნდა, საქართველოს დედაქალაქი თბილისი.

სტატიას თბილისზე ავტორი ასე ასათაურებს – “თბილისი საქართველო, ჰოლივუდი, ცხელი წერტილი ჰიპსტერებისთვის“ და საქართველოს დედაქალაქს მოდის, ხელოვნების და შემოქმედების ეპიცენტრს უწოდებს.

სტატიის ავტორისთვის თბილისი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მერსედეს ბენცის მოდის კვირეულებით, ტექნო მუსიკით და ღვინით. ავტორისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნოემბერში საქართველოს დედაქალაქს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ეწვია.