12 იანვარი, 2018

აკაკი წერეთლის ყველაზე სასარგებლო რჩევა ქართველებს

აკაკი წერეთელიმწერალი და პოეტი აკაკი წერეთელი სიმართლის მოყვარული იყო და ყოველთვის ამხელდა ქართველების იმ სუსტ მხარეებს, რომლებსაც თანამემამულეები არ ითვალისწინებდნენ.

აკაკი წერეთელი:

“შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და ადამიანის თავზე-კი შეუცდომლობა გარდუალია! მაგრამ გულწრფელი და გონიერი კაცი რომ გამოიცდება, ჭკუას ისწავლის და აღარ გაიმეორებს შეცდომას.

ჯორი რომ ზამთარში ტალახში სადმე ჩაეფლობა, ზაფხულში რომ იმ ადგილს დაინახავს, გინდ მტვერიც ადიოდეს, მაინც გვერდს აუხვევს. და ჩვენ კი დღევანდელ ქართველებს ამის შნოც აღარა გვაქვს: პერიოდულად ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომასა.

ჩვენდა თავად აღარ გვაგონდება, ანუ აღარ გვინდა რომ გავიხსენოთ ის ჩვენი დამნაშავეობა და თუ სხვამ ვინმემ გვამხილა და ფრთხილება დაგვიწყო, მტრად გადავეკიდებით და თანაც უტიფროდ გავიძახით: “არა, ეს სულ ტყუილია, ჩვენ მაგგვარი რამ არ ჩაგვიდენია!… ნუ დაიჯერებთო!”