ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბაში

17 იანვარი, 2018

ადრიანა ლიმასუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ ჯერ დემნა გვასალიას კაბაში იპოზიორა, ახლა კი ჯაბა დიასამიძის კოლექციიდან შავი კაბა მოირგო.

ქართველი დიზაინერის მიერ გასულ წელს შექმნილი კოსტიუმებიდან სუპერმოდელმა ის კაბა შეარჩია, რომელიც პოდიუმზე თამთა შედანიას ეცვა.

ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბით შვეიცარიაში გამართულ IWC-ს გალაზე გამოცხადდა და ფოტოგრაფებისთვისაც სიამოვნებით იპოზიორა.

გააზიარეთ

 
...