10 იანვარი, 2018

აბრეკ ფხალაძე: “სიცოცხლე ერთია და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყოველი წუთი…”

აბრეკ ფხალაძე97 წლის ასაკში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი აბრეკ ფხალაძე გარდაიცვალა.

ინფორმაცია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა:

“ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრის ყოფილი წამყვანი არტისტი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი აბრეკ ფხალაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.”

მსახიობი გია ჯაჯანიძემ თავის შოუში მიიწვია, სადაც 100-წელს მიტანებულმა ხელოვანმა სიცოცხლის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“ადამიანებმა კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გაატარონ ის, რაც ჯანმრთელობას ეხება და მიიღონ მხედველობაში რომ ხანდახან უძრაობა უფრო მეტს შესძენს ადამიანს, ვიდრე გადახტომა-გადმოხტომა და ყირაზე გადასვლა.

ეს ჩემს თავზე გამოვცადე – სიჩუმეში, მდუმარებაში მწოლიარე დავფიქრდი და ვთქვი, რისთვისა ვართ ცოცხალი, რისთვის? რომ დავუმტკიცოთ ადამიანებს, რომ სიცოცხლე ერთია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყოველი წუთი, არ გავხარჯოთ და არ გადავყაროთ სადღაც მოუსავალში ის ძვირფასი მომენტები, რომლებიც არა ბრუნდება.”