თბილისი ელვის სისწრაფით იცვლის იერ-სახეს. გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს არა მარტო დედაქალაქის გარეუბნებში, არამედ მის ცენტრალურ ნაწილშიც. ამ პროცესებს უამრავი უნიკალური შენობა-ნაგებობა ეწირება.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილ კავშირგაბმულობის შენობას ანგრევენ და მის ადგილას თანამედროვე შენობას აშენებენ.
თამარ ამაშუკელი:
”SOS!! SOS !!!! SOS !!! SOS!! SOS !!!! SOS !!! SOS!! SOS !!!! SOS!!! წარმოუდგენელი ამბავია, წარმოუდგენელი!!!!! წინასწარი შეთანხმება პროექტმა ერთხმად!! დაიმსახურა!!!!! საბჭოს 6 წევრმა ერთხმად მოიწონა ეს პროექტი შენიშვნების გარეშე!!!! არქიტექტორის შალვა მიქელაძე.
პ.ს. მე მაპატიეთ, ნამეტანი საშინელებებს ვდებ ამ ბოლო დროს.”